17 -18 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი AHT-ს და საქართველოს გინეკოლოგ-ონკოლოგთა საზოგადოების ოგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - „ AHT Workshop in Breast & Gyn Cancers: Challenges and Opportunities”.
კონფერენციას უძღვებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები: დონ დიზონი - აშშ, მუსტაფა ზელალ მუალემი - გერმანია, რენე ლაკი - ავსტრია, იგნასიო ზაპარდიელი - ესპანეთი, დილარა კაიდაროვა - ყაზახეთი, რიტა ტოკარი - ისრაელი, ჯუზეპე კურიგლიანო - იტალია და ეკატერინა კალაშნიკოვა - აშშ.
ონკოლოგიაში არსებულ უახლეს მიღწევებსა და გამოწვევებზე ერთმანეთს გამოცდილება ქართველმა და უცხოელმა ექიმებმა გაუზიარეს.
„ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ მოწვეულმა ექსპერტებმა: მუსტაფა ზელალ მუალემი (შარიტეს კლინიკა - ბერლინი), რენე ლაკი (გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტი - ავსტრია), იგნასიო ზაპარდიელი (ჰარვარდის სამედიცინო სკოლა - მადრიდი, ესპანეთი) რამდენიმე უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს.