12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა დივალის (სინათლის ინდური ფესტივალი) აღსანიშნი ღონისძიება. ღონისძიებაზე მონაწილე სტუდენტებმა შეასრულეს საცეკვაო ნომრები, დაუკრა ბენდმა და DJ-მ. SEU-ს საერთაშორისო სტუდენტებმა დააგემოვნეს ტრადიციული კერძები და ღონისძიება დასრულდა გრანდიოზული ფეიერვერკით.