16 ნოემბერს, ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით SEU-ში გაიმართა სტუდენტების მიერ ლექტორისა და სასწავლო კურსის შეფასების კვლევის შედეგების პრეზენტაცია საერთაშორისო სტუდენტებისთვის.
შეხვედრას სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ SEU-ს ვიცე-რექტორები, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ვიცე-დეკანი და პროგრამის ხელმძღვანელი.
ხარისხის განვითარების დეპარტამენტმა სტუდენტებს წარუდგინა კვლევის შედეგები და მათი განხორციელებული აქტივობები.
შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება დამატებით მიეღოთ ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო საკითხებზე.