საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ წარმატებით გაიარა დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის(რეზიდენტურის) აკრედიტაცია უროლოგიაში.
პროგრამა განხორციელდება SEU-ს პარტნიორ აფილირებულ კლინიკაში, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი.
რეზიდენტურის პროგრამას უხელმძღვანელებს ჩვენი აფილირებული პროფესორი და ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,ბატონი დავით ნიკოლეიშვილი.