30 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტების მიერ ლექტორისა და სასწავლო კურსის შეფასების კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ SEU - ს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელები და სტუდენტები.
ხარისხის განვითარების დეპარტამენტმა სტუდენტებს წარუდგინა კვლევის შედეგები, დაიგეგმა რეაგირების მექანიზმები და ახალი სტრატეგიები.