30 სექტემბერს, ქუთაისში დიმიტრი უზნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს კლინიკური და სოციალური სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებმა, ასევე ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა და სტუდენტებმა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა აქტივობა:
ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში, ლონდონის ქინგს კოლეჯის კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი, ევროპის აკადემიის არჩეული წევრი, დიდი ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების წევრი, პროფესორი ქეთი ჭანტურია იყო.
დიმიტრი უზნაძე გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელია. მან განათლება მიიღო ლაიფციგის უნივერსიტეტში, სადაც ფსიქოლოგიას ეუფლებოდა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებლის-ვილჰელმ ვუნდტის ხელმძღვანელობით.