საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU Bitcoin Amsterdam- ის პარტნიორი გახდა. Bitcoin Amsterdam არის ყველაზე დიდი ბიტკოინ კონფერენცია ევროპაში, რომელიც ჩატარდება 12-13 ოქტომბერს, ამსტერდამში.
კონფერენციაში მომხსენებლები არიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიების დამფუძნებლები, აღმასრულებელი დირექტორები და სფეროს ექსპერტები. ასევე ბიზნესმენები, ინვესტორები და სხვა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კონფერენციას დაესწრებიან SEU-ს წარმომადგელები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო პარტნიორობისთვის.
კონფერენციაზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://b.tc/conference/amsterdam
პარტნიორობის ფარგლებში SEU-ს სტუდენტებს გაქვთ შესაძლებლობა მხოლოდ 50€-დ შეიძინოთ კონფერენციაზე დასასწრები ბილეთები.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/gqEM0