გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებას.
დადგენილების მიხედვით სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2023 წლის 11 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, პორტალზე : http://socreg.mes.gov.ge რეგისტრაციით.
გაეცანით დეტალურ ინფორმაციას: