საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და CORUÑA -ს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
06 ოქტომბერი, 2023
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და CORUÑA -ს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია აკადემიური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარება და ორ დაწესებულებას შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს:
- აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით მობილობაში მონაწილეობის მიღებას;
- სტუდენტების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღებას;
- ერთობლივი კვლევით პროექტების განხორციელებას;
- ერთობლივი ლექციებისა და სემინარების ჩატარებას;
- ერთობლივი კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზება;
- აკადემიური ინფორმაციისა და მასალების გაცვლა;
- ურთიერთთანამშრომლობის მიზნით სხვადასხვა აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობა.