29 სექტემბერს, არტარეაში SEU - ს პარტნიორი კომპანიის, AXEL - ის ორგანიზებით გაიმართა investment Ecosystem-ის რიგით მეორე კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედმა სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებმა, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებმა, დამფუძნებლებმა და Angel ინვესტორებმა.
კონფერენციაზე SEU - ს წარმომადგენლები შეხვდნენ ინვესტორებს, განიხილეს სხვადასხვა საკითხები და დასახეს სამომავლო პარტნიორობის გეგმები და პერსპექტივები.
კონფერენციაზე SEU - მ წარადგინა თავისი ახალი პროექტი “START-UP FUND ROUNDS POWERED BY SEU”.
SEU - ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში, ამ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება კი ამ მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.