SEU-ს წარმომადგენლების ვიზიტი პარტნიორ Coventry University-ში
22 სექტემბერი, 2023
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აქტიურად აგრძელებს შეხვედრებს პარტნიორ საერთაშორისო უნივერსიტეტებთან.
ამჯერად ვიზიტის ფარგლებში SEU-ს მედიცინის ფაკულტეტისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის წარმომადგენლები ეწვივნენ Coventry University-ს, დიდ ბრიტანეთში.
ვიზიტი მიზნად ისახავდა უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.
ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობა, ვორქშოფების დაგეგმვა და ერთობლივი სასწავლო პროგრამის შემუშავება.
ასევე, ჩვენი მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ადვაძე, ვიცე-დეკანი ნანა ნიკოლაიშვილი და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი რუსუდან ბერიაშვილი გაეცნენ ქოვენთრი უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ლაბორატორიებს, საექთნო საქმისა და ბიზნეს ადმინისტრირების სასწავლო პროგრამების სწავლების მეთოდოლოგიებს.