SEU - ში კვლევის შედეგების „კვლევითი კომპეტენციების შეფასების მექანიზმები საქართველოს უმაღლესი განათლების ინსტიტუციებში - გამოწვევები და შესაძლებლობები“ პრეზენტაცია გაიმართა
15 სექტემბერი, 2023
14 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში გაიმართა კვლევის შედეგების „კვლევითი კომპეტენციების შეფასების მექანიზმები საქართველოს უმაღლესი განათლების ინსტიტუციებში - გამოწვევები და შესაძლებლობები“ პრეზენტაცია.
კვლევა განხორციელდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს მხარდაჭერით აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საგრანტო პროექტის ფარგლებში.
მკვლევრები:
- სერგო ჭელიძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს პროფესორი;
- გოდერძი ბუჩაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს პროფესორი;
- თამარ კაკუტია - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის - SEU - ს პროფესორი;
- თეონა მაისურაძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU - ს პროფესორი;
- ანა ჯანჯღავა და ნინო თავდგირიძე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს სტუდენტი/მაგისტრანტი.