მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
11 სექტემბერი, 2023
სტუდენტებმა, რომლებმაც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ში მოიპოვეს მობილობის უფლება, უნივერსიტეტს უნდა მიმართონ განცხადებით (განცხადების ფორმა ივსება ადგილზე) მიმდინარე წლის 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 საათიდან 18:30 საათამდე და წარმოადგინოთ ქვემოთ მითითებული დოკუმენტაცია.
სეუ-ში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
- პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი, ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი;
- სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები.