2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 2 მარტს, 15:00 საათიდან და გაგრძელდება 5 მარტის 00:00 საათამდე.
სასწავლო კურსების, ლექტორების და სასწავლო დროის არჩევა სტუდენტებს შეეძლებათ ელექტრონულად, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა www.seu.ini.ge -ს საშუალებით.
მეორე სასწავლო წლის (IV სემესტრის) სტუდენტებს აკადემიური რეგისტრაციის დროს შეეძლებათ დამატებითი/Minor პროგრამის არჩევა.
არჩეული სასწავლო კურსების გაუქმება შესაძლებელი იქნება 2017 წლის 5 მარტის ჩათვლით.
აკადემიური რეგისტრაციის გასავლელად, აუცილებელია სტუდენტს დაფარული ჰქონდეს წინა სემესტრის ფინანსური დავალიანება.
აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებზე მიმართეთ ელექტრონული სასწავლო ბაზის ადმინისტრატორებს:
☎ 2 90 00 00 შიდა 81 ან 2 90 00 00 შიდა 82