23 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში 2023 წლის კურსდამთავრებულთათვის გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს დამფუძნებელი და რექტორი ბატონი გია კავთელიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი გიორგი ამილახვარი, ფილოლოგიის დოქტორი ბატონი გია მურღულია, ფაკულტეტის დეკანები და კურსდამთავრებულები.
კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ქუდების აყრა იყო.
საღამო მუსიკალურად გააფორმა ჯგუფმა „FOUR TUNE”.
SEU კიდევ ერთხელ ულოცავს 2023 წლის კურსდამთავრებულებს და უსურვებს წარმატებებს.