3 ივლისს, SEU-სა და მსოფლიოში წამყვანი ბლოკჩეინის ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის უმსხვილეს პროვაიდერ Binance-სშორის, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მომხმარებელი ჰყავს,ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, Binance და Binance Academy უზრუნველყოფს SEU - ს სტუდენტებისთვის ბლოკჩეინის, Web3-ის, NFT-ისა და კრიპტოვალუტის შესახებ საგანმანათლებლო მასალების შემუშავებასდა განხორციელებას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს:
მემორანდუმს ხელი მოაწერეს SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ანა ფირცხალაშვილმა და Binance საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა გიორგი ჩაგელიშვილმა.
SEU აქტიურად ზრუნავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაზე, SEU-სა და Binance-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგენს ამ მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.