28 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში ქართულ-გერმანული საზაფხულო სკოლის “ევროპული კონსტიტუციური ღირებულებები ეროვნული, კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი“ დახურვისა და მონაწილეთა სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა 70 ქართველი და გერმანელი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, რომლებსაც გერმანელ და ქართველ პროფესორებთან ჰქონდათ ინტენსიური სამუშაო შეხვედრები. სტუდენტებმა გაანალიზეს ცალკეული კონსტიტუციური სამართლებრივი თემები შედარებით სამართლებრივ კონტექსტში და ღონისძიების ბოლოს წარადგინეს პრეზენტაციები.
5 დღის განმავლობაში მათ მოისმინეს ლექციები როგორც SEU-ში, ისე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტები ასევე ეწვივნენ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, პარლამენტს და თბილისის საკრებულოს.
ზაფხულის სკოლის მიზანი იყო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ევროპული ღირებულებების გაზიარება და მათთან სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიის და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხებზე დისკუსია.
ზაფხულის სკოლა ჩატარდა გერმანიის აკადემიური სამსახურის (DAAD) დაფინანსებით და პარტნიორი უნივერსიტეტების ჩართულობით:
სიმბოლურია, რომ ზაფხულის სკოლის დახურვის ცერემონიალზე, SEU - მ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შეტანილი წვლილისათვის.