28 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტმა SEU - მ საპატიო დოქტორის წოდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შეტანილი წვლილისათვის მიანიჭა.
ცერემონიალის ფარგლებში ბატონმა ელჩმა თავის საინაუგურაციო მოხსენებაში ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.
ასევე, 28 ივლისს დასრულდა ქართულ-გერმანული საზაფხულო სკოლა და გაიმართა დახურვის ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც გერმანელ და ქართველ სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიებას ესწრებოდა: აკადემიური პერსონალი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და სხვა.