29 ივნისს, SEU-ში, SEU - ს პარტნიორი ტურისტული კომპანიის - „აღმოაჩინე საქართველო/Discover Georgia“ ტუროპერატორის სასწავლო კურსის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ SEU-ს ვიცე-რექტორები, ტურიზმის ინდუსტრიის საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ტურისტული კომპანიები და უნივერსიტეტების პროფესორ - მასწავლებლები ტურიზმის მიმართულებით
აღმოაჩინე საქართველო/Discover Georgia SEU - ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაიარონ პროფესიული პრაქტიკა და დასაქმდნენ იმავე ან ტურისტული ინდუსტრიის სხვადასხვა კომპანიაში.