20 ივლისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ SEU-ს მედიცინის ფაკულტეტისა და SEU-ს აფილირებული კლინიკის „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: ხელოვნური ინტელექტი ქირურგიაში.
მომხსენებელი: ენდრიუ გამბსი - ამერიკელი ზოგადი ქირურგი რობოტული და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ის ასევე არის, ჟურნალ „Artificial Intelligence Surgery“-ის მთავარი რედაქტორი.
ლექციის ფარგლებში, მომხსენებელმა განიხილა თუ რა ახალ შესაძლებლობებს შექმნის ხელოვნური ინტელექტი მედიცინის სფეროში, კონკრეტულად კი რა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქირურგიაში.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.