11-13 ივლისს SEU- ში KROK-ის ექიმისა და ფარმაცევტის საკვალიფიკაციო - სალიცენზიო გამოცდები გაიმართა.
KROK - ის წარმომადგენლებმა შეფასებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „SEU-ს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და კომპიუტერული ტექნოლოგიები სრულად აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს გამოცდის ჩასატარებლად. შესაბამისად ჩვენი თანამშრომლობა SEU - სთან ერთჯერადი არაა და აუცილებლად გაგრძელდება.“ უკვე ჩაინიშნა და დაიწყო მუშაობა გამოცდების მეორე ეტაპზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში პირველად სწორედ SEU-ში ჩატარდა „The Testing Board Ukraine“.