30 ივნისს, SEU - ს ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „სწავლება-სწავლის პროცესში საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო SEU - ს აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა.
ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლებმა განიხილეს სასწავლო პროცესის საუკეთესო პრაქტიკები. შეხვედრის დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და დაიგეგმა სამომავლო აქტივობებიც.