26 ივნისს, რიყის პარკში გაიმართა: "სტუდენტური ფესტივალი 2023" - ის დაჯილდოების ცერემონია.
"სტუდენტური ფესტივალი 2023“ - ის კულტურული მიმართულებით აღმოჩენა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს სტუდენტი, იკა გაგლიაშვილი გახდა, რომელმაც შეასრულე სიმღერა "დაიგვიანეს".
ასევე დაჯილდოვდნენ SEU - ს სტუდენტები შემდეგ ნომინაციებში:
სამბო:
ქართული ჭიდაობა:
ძიუდო:
ფრენბურთის პირველი ლიგა - I ადგილი
ჩოგბურთი:
მაგიდის ჩოგბურთი:
სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში 25 მაისიდან 20 ივნისამდე განხორციელდა ტურნირები სპორტის 17 სახეობაში და კულტურული ტურები 5 მიმართულებით. ღონისძიებებში ჩართული იყო საქართველოში მოქმედი 32 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტი სტუდენტი.
ფესტივალი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის მერიისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
სტუდენტური ფესტივალი ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება და გამრავალფეროვნება, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზება.