20 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში გაიმართა სამუშაო შეხვედრა რეგიონული მაუწყებლების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანი იყო ჟურნალისტიკის პროგრამის განვითარების საკითხების განხილვა და სამომავლო ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბება.
შეხვედრას ესწრებოდა SEU - ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, ასევე ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები.
ღონისძიების ფარგლებში SEU - სა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
შეხვედრა ჟურნალისტიკის პროგრამის და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.