SEU - ს ვიცე - რექტორი სამეცნიერო - კვლევითი მიმართულებით, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი საქმიანი ვიზიტით პოტსდამის უნივერსიტეტს ეწვია.
ქალბატონი ანა შეხვდა პოტსდამის უნივერსიტეტის ვიცე - პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების და ფონდების მოზიდვის მიმართულებით, პროფესორ, დოქტორ ფლორიან შვაიგერტს, უნივერსიტეტებთან პარტნიორობის დაფინანსების პროგრამებზე კონსულტირების ცენტრის დირექტორს, დოქტორ რეგინა ნოიმ - ფლუქსს და არაევროკავშირის ქვეყნებთან საუნივერსიტეტო პარტნიორობის სპეციალისტს.
შეხვედრაზე განხილული იყო კონკრეტული გეგმები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით:
სამომავლო პარტნიორობას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ანა ფირცხალაშვილი პოტსდამის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.