13 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის გაიმართა მესამე ტრენინგი თემაზე - "უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები და სილაბუსის შემუშავების მეთოდიკა".
აღნიშნული ტრენინგების სერიის მიზანია ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციისთვის პერსონალის მომზადება.
ტრენინგი გაიმართა ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით.