ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით დაჯგუფებული პროგრამების კლასტერული აკრედიტაციისთვის მოსამზადებელი ტრენინგების სერია გრძელდება, 9 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში ჩატარდა ტრენინგი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე განხილული იყო კლასტერული აკრედიტაციის პროცედურები და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავების მეთოდიკა.
ტრენინგს ესწრებოდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი.
ტრენინგი SEU - ს ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.