10 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში კონკურსის - „ვწერ თავისუფალ თემას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსის გამარჯვებული, პირველი ადგილის მფლობელი, სკოლა „აიბი მთიები“ - ს მოსწავლე ალექსანდრე გუგუნავა გახდა. ალექსანდრეს SEU - სგან სპეციალური პრიზი და 1000 ლარი, გადაეცა.
საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლემ ანი ოსიძემ, ანის ფულადი პრიზი 800 ლარი გადაეცა.
მესამე ადგილი დაიკავა ქალაქ ქუთაისის № 7 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ კაპანაძემ მარიამს ფულადი პრიზი 600 ლარი გადაეცა.
ასევე, დაჯილდოვდნენ მათი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, რომლებსაც SEU - სგან გადაეცათ ფულადი პრიზი 500 ლარი.
სპეციალური დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა კონკურსის სამი „გამორჩეული თხზულების“ ავტორი (IV-VI ადგილი) და ოთხი „წლის ორიგინალური თხზულების“ ავტორი (VII-X ადგილი).
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა 32 ჟიურის სიმპათიაც, რომლებსაც გადაეცათ საჩუქრები. მათი ნაშრომებიც კონკურსის 10 გამარჯვებულის ნაშრომთან ერთად გამოქვეყნდება კრებულში.
კონკურსში მონაწილეების დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო "გამომცემლობა ინტელექტი" - მა , "გამომცემლობა დიოგენე" - მ და "გამომცემლობა საქართველოს მაცნე" - მ.
ღონისძიების ფარგლებში SEU - ს სტუდენტები წარდგნენ სიმღერით "დაიგვიანეს".
შეგახსენებთ, რომ კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“, ბატონი გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით, მრავალი წელია ტარდება. ხოლო 2021 წლიდან, კონკურსის ოფიციალური სპონსორი, ორგანიზატორი და განმახორციელებელია - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU.
წელს კონკურსის მხარდამჭერები იყვნენ: