საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს სცენაზე შედგა სპექტაკლის პრემიერა რეჯინალდ როუზის პიესის მიხედვით - "12 განრისხებული მამაკაცი’’, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს SEU - ს თეატრალური დასის მსახიობებმა.
პიესაში ასახულია, ერთმანეთის მიმართ გაუცხოებული ადამიანები როგორ კარგავენ ემპათიის უნარს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სადაც პატარა ბიჭის საკითხი წყდება და ნაფიც მსაჯულები, რომლებიც საკუთარი პირადი ცრურწმენებით მოქმედებენ.