29 მაისს, SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, აკადემიურ პერსონალს ჩაუტარდა მეორე შეხვედრა თემაზე: „დისკუსია/დებატების მეთოდი“.
ტრენინგთა სერიის საშუალებით SEU - ს აკადემიური პერსონალი შეძლებს გაიაქტიუროს პრაქტიკული უნარები სწავლება-სწავლის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, გაიუმჯობესოს ლექციის პროცესი და ასევე დახვეწოს კურსის სილაბუსი.
ტრენინგი მოიცავს ოთხ შეხვედრას სწავლება-სწავლის სხვადასხვა მეთოდებთან დაკავშირებით.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.