2 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში განხორციელებული კვლევის საბოლოო შედეგების შესახებ.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ზედამხედველობის მექანიზმის ეფექტიანობის შესწავლა დაქვემდებარებულ სსიპ-ებთან მიმართებით. აღნიშნული კვლევითი გრანტი SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ქალბატონმა ანა ფირცხალაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა - მაკა ქარდავამ მოიპოვეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე იუსტიციის სისტემაში შემავალი სსიპ-ების წარმომადგენლები, რომელთაც ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები კვლევაში წარმოდგენილი საბოლოო დასკვნისა და რეკომენდაციების შესახებ.