30 მაისს, Erasmus+ პროექტის აკადემიური მობილობის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს ესტუმრა ბერლინისა და ბრანდერბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (BBW University) ვიცე-რექტორი, პროფესორი უვე კაშკა.
პროფესორი უვე კაშკა შეხვდა SEU - ს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, შეხვედრისას დაიგეგმა კონკრეტული აკადემიური და სამეცნიერო აქტივობები, ერთობლივი პროექტები და სხვა.