31 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელმა და კამპუს ფრანსის ხელმძღვანელმა საქართველოში, ნათია მსხალაძემ SEU - ს სტუდენტებთან გამართა საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთში სწავლის შესაძლებლობების თაობაზე.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს დეტალურ ინფორმაცია ფრანგულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების და დაფინანსების პროგრამების შესახებ.
ღონისძიების ბოლოს SEU - ს სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები AUF-ის მიერ გამართულ კონკურს ,,იდეათონი’’-ს ფარგლებში წარმატებული მონაწილეობისთვის.