24 მაისს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უმასპინძლა არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციას „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო“ (IWA Georgia), რომელშიც გაერთიანებულია 170-მდე წევრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
მათ დიდი ინტერესი გამოხატეს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო და სოციალური პროგრამების მიმართ.
უნივერსიტეტისა და „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს“ წარმომადგენლებმა განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.