10 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში MAGIS ოლიმპიადის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრო თურქეთის მაარიფის ფონდის პრეზიდენტი, ასევე ესწრებოდნენ: თურქეთის ელჩი საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, საკრებულოს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, სკოლის დირექტორები, მოსწავლეები, მასწავლებლები, და სხვა დაინტერესებული პირები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მხარდაჭერისთვის SEU - ს რექტორს, ბატონ გია კავთელიშვილს გადაეცა მადლობის სიგელი.