1 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ს ქალაქ ხაშურიდან სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია ჩვენი სასწავლო პროგრამების, ფინანსური შეთავაზებების, გაცვლითი პროგრამებისა და სხვა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
შეხვედრის სპიკერები იყვნენ:
კატერინე შიშინაშვილი - სტუდენტური სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ლიანა აფაქიძე - კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან
ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
ნინო ურუშაძე - საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი.
მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინგლისური ენის მასტერკლასი.
სპიკერი: ნინო ჩიქოვანი - უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელი.