3 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - სა და სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის #16 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პერსონალის სამეცნიერო/კვლევით აქტივობებს, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე სტუდენტების კარიერული მართვის კომპეტენციების განვითარებას.
მემორანდუმის გაფორმებას ასევე ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ღონისძიების შემდეგ SEU - ს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა ჩაუტარეს ტრენინგი თემაზე: „შემოქმედებითობა - თანდაყოლილი ნიჭი თუ დასწავლადი უნარი“.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი