6 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში გაიმართა პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში განხორციელებული კვლევის პირველადი შედეგების შესახებ.
კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ზედამხედველობის მექანიზმის ეფექტიანობის შესწავლა დაქვემდებარებულ სსიპ-ებთან მიმართებით. აღნიშნული კვლევითი გრანტი SEU-ს ვიცე-რექტორმა ქალბატონმა ანა ფირცხალაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ქარდავამ მოიპოვეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე იუსტიციის სისტემაში შემავალი სსიპ-ების წარმომადგენლები, რომელთაც ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები კვლევაში წარმოდგენილი შუალედური მიგნებების შესახებ.