ხორვატიაში, ქალაქ დუბროვნიკში გაიმართა საერთაშორისო კონგრესი "The 17 World Congress on Controversies in Neurology - CONy 2023", რომელშიც მონაწილეობდნენ SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები, დოქტორი ირმა ხაჩიძე და ლალი ვაშაკიძე.
ქალბატონი ირმა ხაჩიძე ხელმძღვანელობდა ეპილეფსიის სესიას და SEU-ს სახელით წარადგინა სასტენდო მოხსენება თემაზე „ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციის მქონე პაციენტებში EEGHUB.GE - ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით".
კონგრესი ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში აღიარებული ნევროლოგები, ნეირომეცნიერები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.