4 აპრილს, SEU-ს სტუდენტური კლუბის “სტუდენტები ევროკავშირის გზაზე“ ორგანიზებით და სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით პროექტი “მოაზროვნეთა მარათონი” გაიმართა.
პროექტში მონაწილეობა იღებდა 70-მდე SEU-ს სტუდენტი.
პირველ ადგილზე გასული გუნდი საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე SEU - ს სახელით წარდგება, ხოლო პირველ მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატი და სიმბოლური პრიზი.