24 მარტს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU - მ ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF) გასულ წელს დადებული მემორანდუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო კონკურსში "Idééthon", რომელიც ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოს ხელმძღვანელობით, ფრანკოფოონიის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობას იღებდა 7 პარტნიორი უნივერსიტეტი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ SEU - სთვის ეს პირველი შესაძლებლობა იყო, ჩართულიყო AUF - ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში.
4 სტუდენტისგან შემდგარმა გუნდმა წარადგინა პროექტი-იდეა ინოვაციურ ფრანგულენოვანი ინტერნეტ თამაშისა, რომელიც მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და სოციო-კულტურულ მიდგომებს ფრანგული ენის სწავლებაში.
პროქტში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო და ფსიქოლოგიის მიმართულების ფრანკოფონი სტუდენტები :ანა რთველიაშვილი, თინათინ ქარქაშაძე, მარიამ გეორხელიძე და ლუკა აბლოტია.