28-29 მარტს, ბერლინმა უმასპინძლა ენერგეტიკული გარდაქმნის რიგით მეცხრე დიალოგს (BETD23), რომელიც თავს უყრის ენერგეტიკული გადასვლის განმახორციელებლებსა და მხარდამჭერებს მთელი მსოფლიოდან. ფორუმს აგრეთვე ესწრებოდა ჩვენი ასოცირებული პროფესორი, ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის დირექტორი - დოქტ. ირაკლი სამხარაძე.
ფორუმი ყოველწლიურად მთავრობების, მეცნიერების, ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მაღალი დონის 2000-მდე წარმომადგენლისთვის იმართება, რათა მათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და ხედვები უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგეტიკული გადასვლის თაობაზე.