22 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში დაიწყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის „იპოვე შენი თავი ბიზნესში“, რომლის მიზანია აბიტურიენტებს შეუქმნას წარმოდგენა ბიზნესის და მისი მიმართულებების შესახებ.
პროექტი მოიცავს აბიტურიენტებისათვის ბიზნესის როგორც კარიერის, მისი ფუნქციური მიმართულებების (მეწარმეობა, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსების) და საჭირო უნარ-ჩვევების გაცნობას.
15 კვირის განმავლობაში, შერჩეული აბიტურიენტები კვირაში ერთხელ თემატურ მასტერკლასზე ეწვევიან საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ს, მე-15 შეხვედრაზე სტუდენტები წარადგენენ ჯგუფურ პროექტს.
შეხვედრები მოიცავს მოკლე სალექციო ფორმატს და პრაქტიკულ დავალებას, რომელსაც ჯგუფები შეასრულებენ შეხვედრის ფასილიტატორების დახმარებით.
პროექტში ჩართულნი არიან ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ასევე ფაკულტეტზე შერჩეული სტუდენტები და კურსდამთავრებულები.