20 მარტს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU - მ დამოუკიდებელ სკოლა „მოძღვარი“ - ს სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამების, გაცვლითი პროგრამების და სხვა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: პრეზენტაციის შექმნის ტექნიკები.
ტრენერი: დავით ჩახვაშვილი SEU - ს ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.