11 მარტს, არაფორმალური განათლების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში გაიმართა მასწავლებელთა და მოსწავლეთა ერთობლივი კონფერენცია, თემაზე: არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში.
კონფერენციის მიზანი იყო: არაფორმალური განათლების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლისა და რეგიონის მასწავლებლები და მოსწავლეები.
აღსანიშნავია რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს.