საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU და SEU - ს აფილირებული კლინიკა,"American Hospital Tbilisi" 19 წლის პაციენტს ამიკო თანდიაშვილს ოპერაციას სრულიად დაუფინანსებენ.
ამიკო თანდიაშვილს რომელსაც სამშობიარო ტრავმის შედეგად, დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, ოპერაციას AHT-ის ბავშვთა ორთოპედი, ლევან ქაჯაია და ბავშვთა გერმანელი ორთოპედი - მარკ სინკლერი ჩაუტარებენ.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU და „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ 19 წლის ამირან (ამიკო) თანდიაშვილის ცხოვრებას იმ საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში შეცვლიან, რომლის ორგანიზატორია ფონდი „ნატვრის ხე“.