21 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში პირველი ქართული კონსტიტუციის მიღების დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა სახეები პირველ ქართულ კონსტიტუციაში“.
ლექციის ფარგლებში სპიკერმა ისაუბრა ეტაპებზე, რომელიც საქართველომ გაიარა კონსტიტუციის მიღებამდე და ქართველ ქალებზე, რომლებიც იბრძოდნენ ქალთა უფლებების დასაცავად საქართველოში. სპიკერმა ასევე, ისაუბრა იმ 5 ქალზე რომლებიც იყვნენ დამფუძნებელი კრების წევრები.
ლექციის სპიკერი იყო: ანა ფირცხალაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.