16 თებერვალს, Julius-Maximilians-Universität Würzburg-ის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში იმყოფებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში გერმანული დელეგაცია შეხვდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს ვიცე - რექტორებს, იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, პროფესორებსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებს.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, საერთაშორისო პროექტების, სასწავლო და კვლევითი მობილობების მიმართულებით.