თბილისის მერიამ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 1 თებერვლიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან:
დაფინანსების ოდენობა სემესტრულად შეადგენს არაუმეტეს 1125 ლარს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე.
განცხადების მიღება დაიწყო 2023 წლის 1 თებერვლიდან და გაგრძელდება 1 მაისის ჩათვლით (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7).
დეტალური ინფორმაცია იხილეთ