10 თებერვალს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს წარმომადგენლებსა და ევროპელ მოწვეულ სტუმრებს შორის გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და გეგმები. მხარეები შეთანხმდნენ საერთაშორისო მობილობის, კვლევებისა და პროექტების მიმართულებით თანამშრომლობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ SEU - ს ვიცე-რექტორები და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები, ხოლო მოწვეული სტუმრები წარმოადგენდნენ ლაზარსკის, პოტსდამის, მაასტრიხტის, გენტის უნივერსიტეტებს.